„ინტერმა” ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო — ოთხი სერია A-ში, ერთი იტალიის თასსა და ერთიც ჩემპიონთა ლიგაში. თან, ჩემპიონთა ლიგის წუხანდელი მატჩი „მილანთან” (2:0) „ნერაძურის” ფორმალურად სტუმრად ჰქონდა. მატჩის შემდეგ, „ინტერის” მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ სიხარული არ დამალა:
„ვამაყობ იმ ფეხბურთით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა. პირველ ტაიმში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ. გული მწყდება, კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძლო. რასაკვირველია, სერიოზულ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ 6 დღეში ერთხელაც მოგვიწევს ასეთივე ფეხბურთის ჩვენება. მომდევნო სამშაბათს თავგადასავალი თავიდან დაიწყება. სასიხარულოა, რომ ტრიბუნებზე მეტწილად ჩვენი გულშემატკივარი იჯდება”.
მიმდინარე სეზონში ინძაგიმ პირველი დერბი წააგო, მაგრამ მომდევნო სამში (ერთი შეხვედრა იტალიის სუპერთასისა გახლდათ) გამარჯვება მოიპოვა. იტალიური პრესის აზრით, ახლა ინერცია „ინტერის” მხარესაა.
„საპასუხო თამაშამდე, 72 საათში, შაბათს, „სასუოლოს” ვხვდებით. ამიტომ, საჭიროა ფიზიკური და მენტალური ენერგია აღვიდგინოთ. რამდენიმე ფეხბურთელმა მოედანი ტკივილით დატოვა.
„ინტერის” ასეთი თამაში ყოველდღიური მუშაობის შედეგია. გიჟური კალენდრის მიუხედავად, კარგ ფორმაში ყოფნის პერიოდი გრძელდება. ახლა, საოცნებო ფინალს 90 წუთი გვაშორებს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 09:45ორი გრანდი პენალტებით გავარდა
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
