„არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა ამ სეზონში მეთოფეების გაიმარჯვებისა.
„მაინც მჯერა, რომ პრემიერლიგას მოვიგებთ!” – უთხრა ვენგერმა beIN Sports-ს.
„არსენალი“ პრემიერ ლიგას 31 ტურის შემდეგ 74 ქულით ლიდერობს და უშუალო მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 4 ქულით უსწრებს, მაგრამ მეტოქემ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. ხოლო 26 აპრილს, 33-ე ტურში, მეთოფეებს თავის „ეტიჰადზე“ მასპინძლობს. ქალაქელთა დამრიგებელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ამ მატჩს სეზონის ფინალი უწოდა.
ბოლოს ლონდონელებმა ინგლისის ჩემპიონატი სწორედ არსენ ვენგერის ხემძღვანელობით 2003-2004 წლების სეზონში მოიგეს.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
