კვარაცხელია: ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის!

Home კატეგორიის გარეშე კვარაცხელია: ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის!
კვარაცხელია: ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის!

„მილანთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მიმართვა გაავრცელა, გულშემატკივრებს მოუბოდიშა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

„რთულია როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...