ხვიჩა და ციფრები

Home კატეგორიის გარეშე ხვიჩა და ციფრები
ხვიჩა და ციფრები

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანთან“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ (0:1, 1:1) ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას დაემშვიდობა.

„როსონერისთან“ საპასუხო მატჩის დასრულებისთანავე ავტორიტეტიანმა საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა ვებგვერდებმა ქართველ ფეხბურთელს ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერეს.

Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 8.2 ქულით შეაფასა, „მილანის“ შეტევის ლიდერის, რაფაელ ლეაოსი კი 8.0-ით, ხოლო sofascore-მა, ხვიჩას 7.6, ხოლო ლეაოს 7.5 ქულა დაუწერა.

***

ჩემპიონთა ლიგში „ნაპოლისა“ და „მილანის“ საპასუხო მატჩის (1:1) შემდეგ საინტერესო სტატისტიკური მონაცემები  გამოაქვეყნა Opta-მაც.

„მილანთან“ მატჩში ხვიჩას 10 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. ის ბურთს 98-ჯერ შეეხო, მათ შორის 19-ჯერ მეტოქის საჯარიმოში, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდის გამეორებაა, აქამდე ამის გაკეთება მადრიდის „რეალის“ შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა მოახერხა „ჩელსის“ წინააღმდეგ 2:0 მოგებულ მატჩში.

კვარაცხელიამ ხუთჯერ გაიყვანა თანაგუნდელები დასარატყმელ პოზიციაზე.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...