Jorge Molina of Granada CF head the ball against Giovanni Di Lorenzo and Amir Rrahmani of SSC Napoli ,during the UEFA Europa League Round of 32 match...
გატუზოს „ნაპოლი” „გრანადასთან” დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ” „სან სიროზე” „მილანთან” 0:1 წააგო და თუ ისტორიაში ახალი ფურცლის ჩაწერა უნდა, სამშაბათს, „მარადონაზე”, ბედის ჩარხი თავის სასარგებლოდ უნდა შემოატრიალოს. ესპანურენოვან სამყაროში ჩამორჩენის აღმოფხვრას და სათავისოდ შემოტრიალებას „რემონტადა” ჰქვია. ამ სიტყვას იტალიელებიც ეპარებიან, მაგრამ… ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერს, რომ რაც „ნაპოლის” პატრონი აურელიო დი ლაურენტისია, გუნდს ერთი „რემონტადაც” არ მოუხერხებია.

თავისი სიტყვების დასტურად „დილის გაზეთს” სტატისტიკა მოჰყავს:

2017 წლის გაზაფხულზე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლი” „რელას” გადაეყარა ორივე შეხვედრა 1:3 წააგო. სხვა სიტყვებით, „სანტიაგო ბერნაბეუზე” ნაწვნევი 1:3 ვერ „გაარემონტა”.

ევროლიგის 2013-14 წლის გათამაშების მერვედფინალში „აძური” პირველ შეხვედრაში სტუმრად დამარცხდა „პორტუსთან” 0:1, საპასუხო შეხვედრა კი 2:2 დაასრულა.

2015-16 წლების სეზონში, იმავე ევროლიგის მეთექვსმეტედფინალში, „ნაპოლიმ” ვილიარეალში 0:1 წააგო, შინ კი 1:1 ითამაშა.

2017-18 წლების  ევროლიგის მეთექვსმეტედფინალში მაურიციო სარისეულმა „აძური” „ლაიფციგთან” შინ 3:1 დამარცხდა და მართალია, გერმანიაში 2:0 გაიმარჯვა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წესით შეჯიბრებას გამოეთიშა.

და ბოლოს, როდესაც „ნაპოლის” მწვრთნელი გახლდათ ჯენარო გატუზო ანუ 2020-21 წლების ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში, „პარტენოპეელებმა” „გრანადასთან” სტუმრად 0:2 წააგეს, შინ კი 2:1 მოიგეს და არ ეყოთ.