კინგსლი – რეკორდი

Home კატეგორიის გარეშე კინგსლი – რეკორდი
კინგსლი – რეკორდი

Koman golini nishonlamadi, sababi bor...მიუნხენის „ბაიერნის“ გარემარბმა, კინგსლი კომანმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ფრანგულ პსჟ-სთან (1:0) ტურნირის რეკორდი დაამყარა. 26 წლის ფეხბურთელმა მატჩის ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გაიტანა.

სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, კომანმა ჩემპიონთა ლიგის თავისი პირველი 50 მატჩიდან 39 მოიგო. ეს კი ტურნირის რეკორდია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი „პარი სენ-ჟერმენის“ აღზრდილია. 2013 წლიდან 2014 წლამდე მან კლუბში ოთხი მატჩი ჩაატარა. კომანი „იუვენტუსშიც“ თამაშობდა და 2015 წელს იჯარით გადავიდა „ბაიერნში.“ გარემარბმა მიუნხენელებთან სრულფასოვან კონტრაქტს ხელი 2017 წელს მოაწერა და 2019/2020 წლების სეზონში გერმანულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

შეგახსენებთ, „ბაიერნისა“ და პსჟ-ის საპასუხო მატჩი 8 მარტს გაიმართება მიუნხენის „ალიანც არენაზე.“

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.