„ბოკა ხუნიორსმა“ „ტრაბზონსფორიდან“ 28 წლის მარცხენა მცველი ემანუელ მასი დაიმატა, რომელსაც მუხლებზე ძაღლის თავები ახატია.
მასი არგენტინაში ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მოყვარულადაა ცნობილი.
2008-2013 წლებში თამაშობდა სან ხუანის „სან მარტინში“, მერე „სან ლორენსოში“ და შარშან დეკემბერში „ტრაბზონსფორში“ გადასულმა არგენტინიდან თურქეთში წაიყვანა ორი პიტ ბული.
სწორედ ამ ძაღლების თავები ახატია მუხლებზე, რომლებიც ერთხელ თურქული კლუბის მაისურებშიც გამოაწყო.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
