რიბაკინას მეორე თუ საბალენკას პირველი ?

Home სიახლეები რიბაკინას მეორე თუ საბალენკას პირველი ?
რიბაკინას მეორე თუ საბალენკას პირველი ?
ავსტრალიის ღია პირველობაზე მაგდა ლინეტის ზღაპარი დასრულდა. აქამდე პოლონელის საუკეთესო შედეგი „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე მესამე წრე იყო, წლეულს კი ნახევარფინალში გააღწია, სადაც ბელარუს არინა საბალენკასთან ორ სეტში დამარცხდა – 6:7; 2:6. თავად საბალენკას კი შანსი აქვს „დიდი მუზარადის“ ტურნირი პირველად მოიგოს.
ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეს აქამდე გაცილებული არ იყო უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ელენა რიბაკინაც, მაგრამ ახლა ფინალში გავიდა. 2018 წლიდან ყაზახეთის სახელით მოთამაშე 23 წლის ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ვიქტორია აზარენკას 7:6; 6:3 სძლია და ფინალში ბელარუსული დერბი არ დაუშვა.
Kvitova serves AO warning in Adelaide win | The West Australian