25 იანვარს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჩამოყალიბდა შემდეგი ნახევარფინალური წყვილები:
ესპანეთი – იტალია
ნიდერლანდები – ხორვატია
ერთა ლიგის ფინალური ოთხეულის ტურნირი წლეულს ნიდერლანდებში 14-დან 18 ივნისამდე გაიმართება. მასპინძლი ქალაქები როტერდამი და ენსხედე გახლავთ. ნახევარფინალები 2023 წლის 14 და 15 ივნისს გაიმართება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი 18 ივნისს.
შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან უეფა ერთა ლიგის ფორმატში ცვლილებების შეტანას განიხილავს. მანამდე A ლიგის ჯგუფებში პირველი ადგილზე გასული გუნდები ფინალურ ოთხეულში გადიოდნენ. ახლა ტურნირს, შესაძლოა ფლეი ოფიც დაემატოს, რომელშიც მეორე ადგილზე გასული გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
