ოფიციალურად დადასტურდა – გიორგი მაკარიძემ ესპანური „პონფერადინა“ დატოვა და კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ „მარიტიმუში“ გააგრძელებს.
პორტუგალიის ჩემპიონატი მაკარიძისთვის უცხო არ არის – „მარიტიმუმდე“ ქართველ მეკარეს ოთხ პორტუგალირ გუნდში უთამაშია (სეტუბალი, რიუ ავე, მორეირენშე და ფეირენშე). მანამდე იყო კვიპროსული „დოქსა“ (სადაც არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია) და ფრანგული „ლე მანი“.
„მარიტუმუში“ მაკარიძის ტრანსფერი მწვრთნელის ფაქტორმაც გაამარტივა – გუნდს ჟოზე გომეში წვრთნის – 52 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელიც მისი მწვრთნელი ჯერ „ალმერიაში“, შემდეგ კი „პონფერადინაში“ იყო.
„მარიტიმუ“ მადეირული კლუბია. პორტუგალიის 18-გუნდიან სუპერლიგაში ამჟამად მე-17 ადგილზეა და გავარდნის რეალური კანდიდატია. ასე რომ, მაკარიძეს არცთუ იოლი მისია აკისრია – გუნდს ელიტაში ადგილის შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
