ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” მიმდინარე სეზონში მეათე შეხვედრა წააგო. ამჯერად ის უშუალო კონკურენტმა „ვერონამ” დაამარცხა, 2:0. შედეგად, „კრემონეზე” სერია A-ს ცხრილში ბოლო ადგილზეა. მატჩის დამთავრების შემდეგ მომხდარს კომენტარი გაუკეთა კრემონელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ:
„სულ სხვანაირ მატჩს ველოდი. სხვა რამის გაკეთება გვინდოდა. არ გამოგვივიდა. ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს იმის გამო, რომ დასახული გეგმა ვერ შევასრულეთ. პირველი 6-7 წუთი კარგი იყო, შემდეგ კი, როგორც ხშირად მოგვდის, გოლი გავუშვით და თან წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამაზე საჭირო რეაქცია არ გვქონდა. ადრე ბრძოლის ჟინს ბოლომდე ვინარჩუნებდით ხოლმე, ამჯერად კი აგრესიულობა დაგვაკლდა.
რაც შეეხება პენალტს, რომელიც პირველ ტაიმში ჩვენს სასარგებლოდ თითქოსდა არ დაინიშნა. ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ეპიზოდი არ დამინახავს. საერთოდ, მგონია, რომ ეს ის თემა არ არის, რომელზეც გაჩერება ღირს. მთავარი პენალტი კი არ იყო, არამედ ის, რომ ცუდად ვითამაშეთ და ეს უნდა ვაღიაროთ. რამდენიმე დღის წინ „იუვენტუსთან” სულ სხვა ფეხბურთი ვითამაშეთ და მას რომ ვადარებ, ის რაც დღეს მოხდა, გულდასაწყვეტი გახლდათ. არა უშავს. ჯერ დრო გვაქვს”.
ალვინიმ მცველი ლოჩოშვილი თავდასხმის გაძლიერების მიზნით 83-ე წუთზე შეცვალა, მაგრამ ამ ცვლილებამ გუნდს ხეირი ვერ მოუტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
