2023 წლის 6 იანვარს, 58 წლის ასაკში იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის კიბოს დაავადება გახდა. ვიალი დიდხანს ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გაუარესდა, მან სიცოცხლის ბოლო დღეები კლინიკაში გაატარა.
ვიალიმ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 59 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.
შესანიშნავი ფორვარდის პირველი პროფესიული კლუბი მშობლიური “კრემონეზე” (113 მატჩი, 25 გოლი) იყო, რის შემდეგაც გადავიდა “სამპდორიაში” (328 მატჩი, 141 გოლი), შემდეგ ითამაშა “იუვენტუსში” (145 მატჩი, 53 გოლი), ბოლოს კი “ჩელსიში” (88 მატჩი, 40 გოლი).
ჯერ ფეხბურთელმა, ხოლო შემდეგ მწვრთნელმა არაერთი ჯილდო მოიგო. “იუვენტუსთან” ერთად იყო იტალიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
მანამდე, “სკუდეტო” და სხვა იტალიური ჯილდოები მოიგო “სამპდორიას” მაისურითაც. პლუს ამას, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, სადაც გენუელები “ბარსელონასთან” დამატებით დროში დამარცხდნენ.
“ჩელსის” მოთამაშე-მწვრთნელი რანგში მოიგო ასოციაციის თასი, ლიგის თასი, სუპურთასი, ხოლო ევროპაში – თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი. 1990 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
2021 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, ვიალი იტალიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის ასისტენტად მუშაობდა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
