„ნაპოლის” თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს „ილ მატინომ” ინტერვიუ ჩამოართვა. ოსიმენი მოგეხსენებათ მიმდინარე სეზონში საუცხოოდ თამაშობს.
საუბარში ნიგერიელმა გაიხსენა ის ხალხი, ვინც მის კარიერას სიკეთის დაღი დაასვა და განსაკუთრებული მადლიერებით ახსენა გერმანელი მარიო გომესი რომელიც ოსიმნეთან ერთად 2017-18 წლებში ბუნდესლიგის „ვოლფსბურგში” თამაშობდა.
„გომესი ხშირად მახსენდება, — თქვა ოსიმენმა, — „ვოლფსბურგში” ჩემი ცხოვრება იოლი არ იყო. ეს მარტო უცხო კლიმატის ბრალი არ გახლდათ. ჩემთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახლს მოვწყდი, ფაქტობრივად ახალ სამყაროში ამოვყავი თავი და იქ მარიო იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყოველი ვარჯიშის შემდეგ რჩებოდა, რათა ჩემთვის რჩევა მოეცა და შეცდომებზე მიეთითებინა.
ის მენდობოდა. დიდი ვარსკვლავი ჩემთვის რჩევების მოსაცემად იწუხებდა თავს. და მე თავს ვეუბნებოდი:
თუკი ასეთი ჩემპიონი შენზე დროს ხარჯავს, ესე იგი ის შენში პოტენციალს ხედავს. მართლაც, მისი სწავლება ჩემთვის საკვანძო გამოდგა. მან ჩემი კარიერა ძირფესვიანად შემოატრიალა”.
ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმდე” თამაშობდა „ვოლფსბურგში”, „შარლერუასა” და „ლილში”.
მარიო გომესის კარიერამ კი ჩაირა „შტუტგარტში”, „ბაიერნში”, „ფიორენტინაში”, „ბეშიქთაშში”, „ვოლფსბურგსა” და ისევ „შტუტგარტში”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
