ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი არსენ ვენგერი, წინადადებით გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მომავალშიც ზამთარში გაიმართოს.
„თუ გვინდა, რომ ფეხბურთი უფრო დემოკრატიული გახდეს, აუცილებელია, მსოფლიო ჩემპიონატი აფრიკულ ქვეყნებშიც ჩატარდეს, სადაც ზაფხულში თამაში თითქმის შეუძლებელია. ყატარში მიმდინარე ტურნირი აჩვენებს, რომ ზამთარში მონდიალის გამართვა სავსებით შესაძლებელი და მისაღებია.
გეთანხმებით, რომ ნაკრებების უმრავლესობას ცოტა დრო ჰქონდა სათანადოდ მოსამზადებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩემპიონატის ყველა მონაწილე შეჯიბრებას მენტალურად მზად შეხვდა, წინა ჩემპიონატებზე ასე არ იყო. ადრე ნაკრების წევრები ჩემპიონატს ფსიქოლოგიურად გადაღლილები იწყებდნენ, რადგან სათანადოდ მომზადებას ვერ ახერხებდნენ“, – უთხრა ვენგერმა ფრანგულ L’Équipe-ს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
