ვალტერ საბატინი იტალიელი სპორტული დირექტორია. 1970-ინ წლებში ფეხბურთელი იყო. მისი კარიერის პიკი „რომაში” თამაში გახლდათ, სადაც იმ ეპოქის ვარსკვლავმა ბრუნო კონტიმ არცთუ იოლი კონკურენციის შემდეგ წაართვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი.
დღეს, საბატინის როგორც მენეჯერს იტალიურ ფეხბურთში სიტყვა ეთქმის და ამიტომაც ჩამოართვა ინტერვიუ „სქაი კალჩო შოუმ”, სადაც მან სხვა საკითხებთან ერთად „ნაპოლის” ქართველ თავდამსხმელზე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.
„თუ პოლ პოგბა საუკეთესო ფორმას აღიდგენს, „იუვე” საქმეში ჩაერთვება და ბოლომდე იბრძოლებს. სკუდეტოსაც კი წაეპოტინება. სადღეისოდ კი „ნაპოლი” არის ის გუნდი, რომელიც გასაოცარი სინქრონულობით თამაშობს.
როდესაც ასეთ მოკლე დროში ასეთი დიდი დინამიკა იგრძნობა, მე ვფიქრობ, რომ ჰაერში საუცხოო ჩემპიონატის სუნი ტრიალებს…
…არ ველოდი კვარაცხელია ასეთი ძლიერი თუ იქნებოდა. შურის გრძნობაც კი მომერია, რადგან ის ნამდვილი აღმოჩენაა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
