ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია, მერვედფინალის მონაწილენი — დაწყვილებული. „ნაპოლის” მეტოქე იქნება გერმანული „აინტრახტი”. შეჯიბრების განვლილი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი უპირობოდ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაა.
ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნდა ჯგუფური ეტაპის სხვადასხვა მონაცემი, რომელთა შორის მოყვანილია დრიბლინგების რაოდენობა.
როგორც გაირკვა „ნაპოლის” 77-ე ნომერს 29 დრიბლინგი შეუსრულებია და ამ მონაცემის მიხედვით მეხუთე პოზიციას იკავებს. 39 დრიბლინგით პირველ და მეორე ადგილეზე ფრანგები, ბარსელონელი ოსმან დემბელე და „პარი სენ ჟერმენის” კილიან მბაპე არიან.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის ერთი შეხვედრა, შინ „გლაზგო რეინჯერსის” წინააღმდეგ, გამოტოვა ანუ 29 დრიბლინგი არა 6, არამედ 5 შეხვედრაში აქვს შესრულებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
