ნოემბერში ორი მატჩია…

Home კატეგორიის გარეშე ნოემბერში ორი მატჩია…
ნოემბერში ორი მატჩია…

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს თბილისში ამხანაგურ მატჩებს გამართავს ისრაელისა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებების წინააღმდეგ.

რამაზ სვანაძის გუნდი, ისრაელს 16 ნოემბერს, ხოლო უკრაინას 21 ნოემბერს დაუპირისპირდება. მინი-ტურნირის მესამე მატჩი, ისრაელსა და უკრაინას შორის 19 ნოემბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ჩვენი ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში ნიდერლანდების, პორტუგალიისა და ბელგიის ნაკრებები იქნებიან.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...