საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა რუსთავში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ და 2:6 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ორი წაგება აქვს (პირველ ტურში საქართველოს ნაკრები 1:3 დამარცხდა ისრაელთან).

ბოლო მატჩს გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ორშაბათს, 31 ოქტომბერს ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ინგლისი-საქართველო 6:2

გოლები: 1:0 დიბლინგი (3. გოლდინგის პასით). 1:1 გეგუჩაძე (6, პენალტით). 2:1. ნიუანერი (9. ლუის სკელის პასით). 3:1 მორგანი (28. გოლდინგის პასით). 4:1 ლუის-სკელი (42). 5:1 მორგანი (58). 5:2 ამისულაშვილი (61. გრიგალავას პასით). 6:2 დიბლინგი (87. ობოავედუოს პასით)

ინგლისი: კარდი, ახემპონგი, ლუის-სკელი, სამუელს-სმიტი, დაიერი (71. რიგი), ჯიმი-ჯეი მორგანი (71. ობოავედუო), გოლდინგი (71. ჯიმო), ალი (79. სამუელი), აკომე, დიბლინგი, ნიუანერი (84. აიროუ)

საქართველო: კოპალიანი, ამისულაშვილი, ნიკოლაიშვილი, ქელდიშვილი, გოგატიშვილი, ინაიშვილი, ს. გეგუჩაძე (59. ბერელიძე), გ. გოგია (32. გრიგალავა), მაშავა, თურქია (80. ბუბუტეიშვილი), სალია (59. ოდიკაძე)

გაფრთხილება: გოლდინგი (5). გოგატიშვილი (31). დაიერი (37). გეგუჩაძე (45+1). ნიკოლაიშვილი (48). ლუის სკილი (49). სალია (65). ოდიკაძე (89).

არბიტრი: ვ. კოპიევსკი

1. ინგლისი 2 2 0 0 9:3 6
2. ისრაელი 2 1 1 0 4:2 4
3. ლიეტუვა 2 0 1 1 2:4 1
4. საქართველო 2 0 0 2 3:9 0