Kvaratskhelia ferito nell'orgoglio da Spalletti: la risposta dell'esterno è  pazzescaსადაცაა სერია A-ს ჩემპიონატი დაისვენებს. კარს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვადგა. „სპალეტის კარიერაში ბევრი საუცხოო სტარტი ჰქონია, მაგრამ შემდეგ მარცხდება”; „სპალეტის გუნდებს ზამთრობით ჩავარდნა აქვთ”; „ეს იქნება ანომალიური ჩემპიონატი” — რამდენჯერ მოვისმინეთ ბოლო კვირების მანძილზე ამ ტიპის მოსაზრება? ალბათ, ძალიან ბევრჯერ. და მაინც, ჩვენ შეგვიძლია ეს გამონათქვამები შევკრიბოთ, მათზე დაყრდნობით კი საყურადღებო დასკვნები გავაკეთოთ.

ფაქტია, ჩერტალდოელ მწვრთნელს ძლიერი ევროპული კლუბი გამარჯვებამდე არასდროს მიუყვანია. ერთადერთი რუსეთში „ზენიტი” გააჩემპიონა. ესეც მოხდა ქვეყანაში, სადაც ზამთარში ხანგრძლივი არდადეგები იციან, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ათი წლის წინ, როდესაც სპალეტი იქ მოღვაწეობდა, ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის პრინციპით ტარდებოდა. მაგრამ ეს მთავარს არ ცვლის: იქ ზამთარში მაინც დიდხანს ისვენებდნენ. სწორედ ასეთი რაღაც მოხდება ამჯერად იტალიაშიც. ანუ ჩვენ შეიძლება გავხდეთ იმის მოწმე, თუ როგორ გადაიქცევა ანომალია მწვრთნელისთვის კოზირად. მან შეიძლება კვლავ დაამტკიცოს, რომ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი ხელს აძლევს, რადგან ასეთ დროს გუნდი კარგ ფორმაში შეჰყავს.

დაახლოებით ორი თვის შემდეგ, როდესაც ჩემპიონატი განახლდება, ყველაფერი კომპიუტერული გაგებით გადატვირთული იქნება. ფაქტობრივად, ახალი შეჯიბრება დაიწყება. და მისთვის მომზადება რეალურად ნულიდან იქნება დაწყებული. ლოგიკურად, სპალეტისთვის ეს შეიძლება სასურველი ვარიანტი გამოდგეს. იმ ატავისტურმა სირთულეებმა, რომლებიც თავს ჩვეულებრივ გვიან შემოდგომაზე იჩენენ ხოლმე, ამჯერად შეიძლება სულ არ წამოჰყონ თავი, რადგან ნოემბერსა და დეკემბერში თამაშები არ იქნება. შედეგად, დიდი შანსია „ნაპოლიმ” საოცნებო სეზონი განაგრძოს. ამ სეზონში სპალეტის ზამთრის კრიზისი შეიძლება სულაც არ დაეწყოს.

ტონი სარნატერო, calcionapoli 1926