გამოქვეყნდა ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგები, რომელშიც მკვეთრად გაიუარესა მდგომარეობა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ნიკამ გასულ პერიოდში 600 ქულა დაკარგა, 57 საფეხურით დაქვეითდა და 36-დან 93 პოზიციამდე ჩავარდა. სხვა ქართველ ჩოგბურთელებს რაც შეეხება, აღსანიშნავია საბა ფურცელაძის წინსვლა – ის ერთეულებში 101, წყვილებში კი 92 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 594-ეა.
რაც შეეხება ქალ ჩოგბირთელთა რეიტინგს, აქ ქართველებისთვის განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა.
ვაჟთა ერთეულები 93 ადგილი რეიტინგში (იყო 36-ე) ნიკოლოზ ბასილაშვილი 585 ქულა; 586 (582) ალექსანდრე მეტრეველი – 50; 594 (695) საბა ფურცელაძე – 48; 692 (723) ზურა ტყემალაძე – 33; 774 (739) ალექსანდრე ბაკში – 24; 1943 (1587) გიორგი ცივაძე -1.
ქალთა ერთეულები. 161 (161) ეკატერინე გორგოძე – 395; 304 (308) მარიამ ბოლქვაძე – 200; 455 (467) სოფიო შაფათავა – 100; 919 (910) ზოზია ქარდავა – 19; 1081 (998) ნინო ნაცვლიშვილი – 12; 1418 (1444) ნატალი ჯაიანი – 3.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
