ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეექვსედ ითამაშა და მესამე გოლი გაიტანა. თუ გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგაში „აიაქსის” კარში შეგდებულსაც გავიხსენებთ, მაშინ მან ზედიზედ ორ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. თან, ამსტერდამელებთან მატჩი მისთვის ფეხის მკურნალობის შემდეგ პირველი იყო.
ოსი „ბოლონიასთან” მოედანზე შესვენების შემდეგ, რასპადორის ნაცვლად შევიდა და ხვიჩა კვარაცხელიას პასით გადამწყვეტი გოლი გაიტანა — 3:2. ამრიგად, ის გახდა „აძურის” მეშვიდე ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში მოწინააღმდეგის კარი შეცვლაზე შესვლის შემდეგ დალაშქრა. ამდენ სათადარიგოს ევროპის ტოპ 5 ლიგის სხვა რომელიმე გუნდში არ გაუტანია.
„პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც მოედანზე შემიშვა, ლუჩანო სპალეტიმ სწორი წამახალისებელი სიტყვები მითხრა. ჩემთვის გოლების გატანა რასაკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით იმან გამახარა, რომ ამ საუცხოო ატმოსფეროში გუნდს გამარჯვება მოვუტანე. ვულოცავ ჩემს თანაგუნდელებს. ეს ქულები ძალიან გვჭირდებოდა”, — უთხრა ოსიმენმა DAZN-ის კორესპონდენტს.
„ნაპოლის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა თანაგუნდელების დამსახურებაც აღნიშნა. მან განსაკუთრებით ჯაკომო რასპადორი და ხვიჩა კვარაცხელია გამოჰყო:
„ვეთაყვანები რასპადორის და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ის ჩემი თანაგუნდელია. მე მისი თამაშით ჯერ კიდევ მაშინ ვიყავი აღფრთოვანებული, როდესაც ის „სასუოლოს” ფეხბურთელი იყო. ის უმაღლესი კლასის თავდამსხმელია, რომელიც ძალიან იზრდება. მას საოცარი უნარები აქვს.
ძალიან მახარებს კვარას წარმატებები. ის სრულიად იმსახურებს იმ აღფრთოვანებას, რომელსაც გარშემო გრძნობს. ხვიჩა ძალიან ძლიერია, თუმცა მერწმუნეთ, თქვენ მისი თამაში არ გინახავთ: ვარჯიშზე ის გაცილებით უკეთესია…”
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
