მადრიდის „რეალის“ მცველი ანტონიო რუდიგერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „შახტართან“ მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ (1:1), თვითმფრინავში თავშეხვეული ავიდა.
საქმე ის არის, რომ 90-ე წუთზე ის საჯარიმოში მასპინძელთა მეკარე ანატოლი ტრუბინს თავით შეეჯახა, გოლიც გაიტანა და თავიც დაიზიანა. დასისხლიანებული ანტონიოს ფოტოები თითქმის ყველა სააგენტომ გაავრცელა.
ამ გოლმა „რეალი“ ოფიციალურად გაიყვანა ტურნირის ფლეი-ოფში. თავად რუდიგერს კი მადრიდში საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდება. დაადგენენ თავის ქალა ხომ არ აქვს დაზიანებული.
შემდეგ რუდიგერმა სოციალურ ქსელში თავშეხვეული ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: „გადავრჩი!“
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
