წლეულს “პარი სენ ჟერმენმა” იყიდა ნეიმარი 222 მილიონ ევროდ, „მანჩესტერმა“ – ლუკაკუ 85 მილიონად, აარონ რემზიმ კი კარდიფის მდიდრულ უბანში სახლი და ადგილ-მამული – 3 100 000 გირვანქად ისე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას არ დაელოდა.
ნეიმარი მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელია, ხოლო რემზის სახლი უძვირესია უელსში. შეფასებული იყო 4 500 000-ად, მაგრამ „არსენალის“ ნახევარმცველმა დააკლებინა.
მამულში არის გოლფის მოედნები, შადრევნები, აუზი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტით, და რაც მთავარია – ვერტმფრენის სადგომი. რემზი კარდიფიდან ლონდონში „არსენალის“ სავარჯიშო ბაზამდე ფრენა-ფრენით ჩავა.