ამჯერად ტიტულის ორივე მთავარმა მაძიებელმა – „ბათუმმა“ და „დინამომ“ გაიმარჯვა და ზღვისპირელები კვლავ 4 ქულით უსწრებენ დედაქალაქელებს.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაგაგრას ჩამწარებული იუბილე

არცთუ სავსე „აჭარაბეთ არენაზე“ „ბათუმმა“ იოლად დაამარცხა „გაგრა,“ რომელსაც იმ დღეს დაარსებიდან 18 წელი შეუსრულდა. სწორედ 2004 წელს დააარსეს კლუბი ამ სახელწოდებით ბესო დ გოდერძი ჩიხრაძეებმა.

გაქართველებულმა ჯოვინო ფლამარიონმა დაბრუნება გოლით აღნიშნა და ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურდა. ახლა მის ანგარიშზე 15 გოლია.

დინამოს ნავსი

„დინამომ“ ნავსი გატეხა და როგორც იქნა, კერკეტ „სამგურალს“ 3:0 მოუგო. თბილისელებს წყალტუბოელები 2017 წლის შემდეგ აღარ დაემარცხებინათ. მიმდინარე სეზონშიც იმერლებმა თბილისში მრისხანე მეტოქესთან 0:0 ითამაშეს, შინ კი 2:1 მოუგეს.

დინამოელები მინდორზე კვლავ გიორგი დეკანოსიძემ გაიყვანა. მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი გულის ოპერაციის შემდეგ ისევ კლინიკაში რჩება.

უახლოეს მატჩში კი „დინამო“ და „ბათუმი“ 14 სექტემბერს, საქართველოს თასის მერვედფინალში შეხვდებიან ბათუმში.

ტორპედო

„ტორპედო“ აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას. კახა ჩხეტიანის გუნდმა უკვე ზედიზედ 6 მატჩი მოიგო ბოლო 7 ტურში და ევროზონსაც მიუახლოვდა. ახლა ქუთათურები მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან მესამე ადგილზე მყოფ „სამგურალს.“

შეიძლება იყოს 6 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებათემური და გურამი

წარმატებული გამოდგა თემურ შალაბერიძის რე-დებიუიტი „საბურთალოში.“ „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ 5:1 მოუგო. გემახსოვრებათ, მისი ხელმძღვანელობით საბურთალოელებმა 2020 წელს საქართველოს სუპერთასი მოიპოვეს. ამჯერად მან ლაშა ნოზაძე შეცვალა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ეს დამრიგებლის უკვე მე-9 ცვლილებაა მიმდინარე სეზონში.

გურამ გოშთელიანი კი შეხვედრის ნამდვილი გმირი გახდა. დუბლი ხომ მიითვალა და სამი საგოლე გადაცემაც ზედ დააყოლა.

26-ე ტურში 14 გოლი გავიდა, ასეთივე იყო შედეგიანობა ელიგის ბოლო 5 ტურიდან 4-ში.

საბურთალო 5:1 ლოკომოტივი

0:1 მახარობლიძე (11), 1:1 შოთა ნონიკაშვილი (14), 2:1 გოშთელიანი (21), 3:1 ლევან ნონიკაშვილი (43), 4:1 იური ტაბატაძე (54), 5:1 გოშთელიანი (59)

დილა 0:0 თელავი                 

სიონი 0:3 ტორპედო

0:1 ბუღრიძე (58), 0:2 კაბალიერო (68), ვაჟა ტაბატაძე (90+1)

გაძევება: მესიაჩენკო (77) – სიონი; ახვლედიანი (77) – ტორპედო

დინამო 3:0 სამგურალი

1:0 ბარნსი (6), 2:0 კირკიტაძე (7), 3:0 ბილენკი (90+4)

ბათუმი 2:0 გაგრა

1:0 ფანცულაია (21), 2:0 ფლამარიონი (44)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო35238471:2877
ბათუმი35237585:32 76
სამგურალი351512855:4157
დილა351681145:3556
ტორპედო351581246:4653
საბურთალო351381451:4847
თელავი357171328:3636
გაგრა35991735:5536
სიონი357121633:5833
ლოკომოტივი35152926:968

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 15, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 11, სტანისლავ ბილენკი (დინამო) – 10, ხვიჩა კვარაცხელია (ბთუმი/ ნაპოლი იტალია), გიორგი კუხიანიძე (ტორპედო), ვაგნერ გონსალვესი (დილა/ შკენდია მაკედონია), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 8