გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სტუმრად 1:2 წააგო „რაიო ვალეკანოსთან”. ქართველმა გოლკიპერმა ძლიერად ითამაშა, რასაც ესპანურ პრესაში მიღებული შეფასებაც მოწმობს.

plazadeportiva-მ მამარდაშვილს თანაგუნდელებს შორის ყველაზე მეტი 6,5 ქულა დაუწერა და მაღალ ნიშანს ასეთი ტექსტი დაურთო: „ქართველი მეკარე თანაგუნდელებს ერთი თავით სჯობდა. მან „ვალენსია” „რაიო ვალეკანოსთან” განადგურებისგან იხსნა”.

AS-მა კი გიორგის თამაში 8 ქულით შეაფასა: „მამარდაშვილმა ვარსკვლავურად ითამაშა. მართალია ორი გოლი გაუშვა, მაგრამ ამ მომენტებში ვერაფერს გახდებოდა. სხვა მხრივ ის გუნდს დაეხმარა და მერე როგორ.  მან პატარა ფართობზე აუღო პირისპირ შესულ ტრეხოს და იქვე თავი გაართვა ალვაროს მძლავრ დარტყმას ახლო კუთხეში. რამდენიმე წუთის შემდეგ მამარდაშვილმა გრძელი ნახტომით კამელოს დარტყმულიც მოიგერია”, — დაწერა გაზეთმა.