ქაიროში გამართულ ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში ბოლო წლებში უშუალო კონკურენტ აარონ სილაგის დაუპირისპირდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და 11:15 დამარცხდა.
შედეგად, ჩვენებურს მხოლოდ ბრინჯაოს მედალი ერგო. თუმცა, მონდიალზე ბრინჯაოს მედალი პატარა ამბავიც არ არის…
სილაგიმდე ქართველმა მოფარიკავემ ოთხი რაუნდი გაიარა: გერმანელ ფრედერიკ კინდლერს (15:8) მოუგო, უნგრელ ჩანად გემეშის (15:12) სძლია, ჩინელი ჩენპენ შენი (15:5) გაანადგურა, ხოლო ირანელ ალი პაკდამანი (15:12) დაამარცხა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
