ქაიროში გამართულ ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში ბოლო წლებში უშუალო კონკურენტ აარონ სილაგის დაუპირისპირდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და 11:15 დამარცხდა. შედეგად, ჩვენებურს მხოლოდ ბრინჯაოს მედალი ერგო. თუმცა, მონდიალზე ბრინჯაოს მედალი პატარა ამბავიც არ არის… სილაგიმდე ქართველმა მოფარიკავემ ოთხი რაუნდი გაიარა: გერმანელ ფრედერიკ კინდლერს (15:8) მოუგო, უნგრელ ჩანად გემეშის (15:12) სძლია, ჩინელი ჩენპენ შენი...
