Roberto Mancini honours promise to make Italy champions of Europe | Italy |  The Guardianიტალიის ნაკრები ზედიზედ მეორედ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა. სამაგიეროდ, შარშან მოიგო მოიგო ევროპის ჩემპიონატი და „სკუადრა აძურას“ მწვრთნელზე ჯერჯერობით აუგს ვერავინ ამბობს – კონტინენტის პირველობის შემდეგ მსოფლიოს შესარჩევის ჩავარდნა, იტალიელებმა, თითქოს გაატარეს. შესაბამისად რობერტო მანჩინი ნაკრების თავკაცის პოსტზე მუშაობას ძველებურად აგრძელებს და გუნდს მომავალი ბატალიებისთვის ამზადებს.

„რაც ნაკრებში დავინიშნე, მიზნად დავისახე ორივე ტიტული: ევროპის ჩემპიონობაც მინდა და მსოფლიოსიც. ერთს მივაღწიე და ჩემს თავს მაშინვე ვუთხარი: მსოფლიოსაც მოვიგებ! წლეულს ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ დღესაც ვფიქრობ, რომ მოვა დრო, როცა მონდიალზე გავიმარჯვებ“.

მანჩინიმ შარშანდელი ამბავის გაიხსენა:

„დიახ, ჩვენ საოცრება ჩავიდინეთ, მაგრამ ეს იყო 3,5 წლიანი პერიოდის ლოგიკური დასასრული. არის შემთხვევები, როცა ერთ თვეში ყველაფერს ახერხებ და გამოგდის, ჩვენ კი ასე არ ვიყავით, ამ წარმატებისთვის წლების განმავლობაში ვიშრომეთ“.