შავის ვერცხლი

Home კატეგორიის გარეშე შავის ვერცხლი
შავის ვერცხლი

შეიძლება იყოს 2 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულებაბუდაპეშტის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ვერცხლის მედალს დასჯერდა. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამატებით დროში დამარცხდა.

შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, რის შემდეგ ამერიკელი დომინიკ როდრიგესი, მონღოლი ოდბაიარ განბაარატი, იტალიელი ფაბიო ბასილე და პოლონელი ადამ სტოდოლსკი დაამარცხა.

მედლების გარეშე დარჩნენ გიორგი შერაზადიშვილი და ზაურ დვალიშვილი (ორივე 81 კგ).

აღსანიშნავია, რომ შერაზადაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილმა დაგვიმარცხა, რომელმაც შემდეგ ბრინჯაოს მედალი ირგუნა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...