მანჩესტერში ქალთა ევრო 2022 გაიხსნა. ტურნირი შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონაპანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.
შეჯიბრება ინგლისში ტარდება. გახსნის მატჩში, „ოლდ ტრაფორდზე“, ერთმანეთს ინგლისისა და ავსტრიის ნაკრებები შეხვდნენ. მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს. ფინალი ლეგენდარულ „უემბლიზე“ გაიმართება ივლისის ბოლო დღეს.
რიგით მე-13 ტურნირში 16 ნაკრები მონაწილეობს.
A ჯგუფი: ინგლისი, ავსტრია, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია
B ჯგუფი: გერმანია, დანია, ესპანეთი, ფინეთი
C ჯგუფი: ნიდერლანდები, შვედეთი, შვეიცარია, პორტუგალია
D ჯგუფი: საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ისლანდია
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
