დღეს, ლეგენდარულ „უემბლიზე“ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების დაპირისპირება გაიმართება. იტალიის ნაკრები არგენტინისას შეხვდება. თამაში 22 საათსა 45 წუთზე დაიწყება.
იტალიელთა ვეტერანი მცველი ჯორჯო კიელინი ამ მატჩში ბოლოჯერ მოირგებს „სკუადრა აძურას“ მაისურას.
„ ვოცნებობდი, ვიბრძოდი და ვიმარჯვებდი. მიყვარს ყველაფერი რაც ამ მაისურასთანაა დაკავშირებული. ყოველთვის მჯეროდა ამ მაისურის. ამ ფორმით მოთამაშემ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მისი გულისთვის მიტირია და ღამეები არ მძინებია.
ოთხშაბათს მას ბოლოჯერ მოვირგებ. ეს უნიკალური გრძნობა იქნება. ალბათ ისეთივე, როცა პირველად ჩავიცვი. ეს გრძნობა ყოველთვის ჩემთან დარჩება“, – წერს კიელინი სოციალურ ქსელში.
კიელინი იტალიის ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობს. არგენტინის ეროვნული გუნდის წი ნააღმდეგ კი ის 117-ედ მოირგებს ლურჯ მაისურას.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
