Rebrov wants to leave Al Ain for the national team of Ukraine – journalist  – football.uaუკრაინელმა სერგეი რებროვმა გაიხსენა, რომ ვლადიმირ პუტინი ჯერ კიდევ 1999 წელს შედიოდა საფეხბურთო მატჩების დროს გასახდელში. როცა ჯერ კიდევ არ იყო ქვეყნის პრეზიდენტი…

რებროვმა რუსეთი – უკრაინის გადამწყვეტი თამაში გაიხსენა, რომელიც 1:1 დასრულდა და ლურჯ-ყვითლები გავიდნენ ჯგუფიდან. მაშინ ანდრეი შევჩენკომ გაიტანა გოლი ჯარიმიდან, რომელიც ლამის ზედ აუტის ხაზზე დაინიშნა, რუსების მეკარე ალექსანდრ ფილიმონოვმა კი უხეში შეცდომა დაუშვა.

„პუტინი მაშინ გასახდელში იყო. რაღაც ძვირფასი საათები დაარიგა. მე არ გამიკეთებია, მამას მივეცი. არც ვიცი, ახლა სადაა ის საათი. რუსებს ეგონათ, რომ მოიგებდნენ, მაგრამ თამაშის მერე ძალიან გაწბილებულები იყვნენ. თავად პუტინმა გვაჩუქა, იმ დროს პრემიერი გახლდათ. რა თქმა უნდა, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა დრო და ამ საათის დამტვრევას გადავწყვეტდი. ასე ვიზამ, უბრალოდ, არ ვიცი სადაა“.