ლივერპული საჩემპიონო აღლუმს გამართავს

Home აქეთურ-იქითური ლივერპული საჩემპიონო აღლუმს გამართავს
ლივერპული საჩემპიონო აღლუმს გამართავს

The Inevitability of Liverpool Football Club - The Liverpool Offside„ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ საჩემპიონო აღლუმი დაგეგმა.

ღონისძიება ლივერპულში გაიმართება 29 მაისს. ეს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღეა, რომელშიც მერსისაიდელები მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან.

22-ში კი პრემიერლიგის ბოლო ტური ელით, რომლის შემდეგაც დიდი ალბათობით ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდება…

მაშ რაშია საქმე?

საინტერესო ის არის, რომ ლივერპულელები ინგლისის ორივე თასის (ლიგის და ასოციაციის) მოპოვებას აღნიშნავენ, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება 28-ში პარიზულ ფინალში, ან პრემიერლიგის ბოლო ტურში.

აღლუმზე გუნდის ფეხბურთელები ქომაგებს ღია ავტობუსიდან მიესალმებიან. ეს არის 13,5 კილომეტრიანი მარშრუტი ქალაქის ქუჩებში.

 

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.