ბასილაშვილი სოუზამ დაახრჩო

Home კატეგორიის გარეშე ბასილაშვილი სოუზამ დაახრჩო
ბასილაშვილი სოუზამ დაახრჩო
ჟენევაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე ეტაპიდან დატოვა. ჩვენებური პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან 4:6; 3:6 დამარცხდა.
არადა, დასაწყისი ბასილაშვილის იყო – მეტოქეს ჩაწოდებაზე ქულა აართვა, თუმც მალევე მეტოქეს გათანაბრების საშუალება მისცა, ხოლო სეტის ბოლოს ერთხელაც დაბრეიკდა.
მეორე სეტის შუაში სოუზამ მნიშვნელოვანი გეიმი მოუგო ბასილაშვილს, 5:2 დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...