რას ამბობ რუსეთის მაისურით?

Home აქეთურ-იქითური რას ამბობ რუსეთის მაისურით?
რას ამბობ რუსეთის მაისურით?
Sergei Rebrov returning to Ukraine to fight war against Russia -  ededdneddy.orgუკრაინის ნაკრების, „ტოტენჰემისა“ და და კიევის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა სერგეი რებროვმა ერთ უსიამოვნო ისტორიაზე მოჰყვა, რომელიც დუბაიში შეემთხვა.
რებროვი საემიროების კლუბ „ალ-აინს“ წვრთნის.
სხვათა შორის, ის საემიროების ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს – მისი გუნდი ჩემპიონი გახდა.
„დუბაიში ლიფტში შევხვდი კაცს, რომელსაც რუსეთის ნაკრების მაისურა ეცვა. ვკითხე, ამით რა უნდოდა ეჩვენებინა. მან მიპასუხა, რომ ეს მხოლოდ მაისურია და მეტი არაფერი. ვუთხარი, რომ ჩემს სამშობლოში ხალხი იღუპება, ის კი სადღაც გაიქცა.
…რუსებთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მაქვს. მგონი, ბევრი რუსი ისედაც ხვდება, რაც ხდება. ახლა ვგრძნობ, რომ ეს ომი მალე დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით“.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.