Ahead of the World Cup, Carneiro has also been working with a Qatar hospitalშვიდი წლის წინათ, გიბრალტარელი ექიმი ევა კარნეირო ლამის ყველაზე ცნობილი ქალი გახდა საფეხბურთო სამყაროში. ამაბვი „ჩელსის“ უკავშირდება, რომლის ექიმიც გახლდათ ის მაშინ.

„სოუნსის“ წინააღმდეგ მატჩში ის კლუბის მთავარ ფიზიოთერპევტ ჯონ ფერნთან ერთად მინდორზე შევარდა ედენ აზარის სამკურნალოდ. „ლურჯების“ მაშინდელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინუ ამ ეპიზოდმა ძალიან გააბრაზა და ქალბატონი კლუბიდან დაითხოვა. თანაც უშვერი სიტყვებით მოიხსენია. მერე იყო ხანგრძლივი სასამართლო, რომელიც სხვათა შორის, კარნეირომ მოიგო.

მას შემდეგ კარნეიროს შესახებ არავის არაფერი სმენია. ახლა კი გამოჩნდა. თურმე ყატარში მუშაობს, ერთერთ ჰოსპიტალში, ორთოპედიულ – სპორტული მედიცინის განხრით და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისასაც, რომელიც წლეულს ამ ქვეყანაში ნოემბერ-დეკემბერში გამართება, აქტიურად იღვაწებს.

კიდევ საფეხბურთო კლუბის მფლობელიც გამხდარა – ინგლისური ნახევრად-სამოყსვარულო კლუბის, ლუისის ინვესტორია.

Jose Mourinho's treatment of Chelsea doctor Eva Carneiro is another truculent assertion of his power | The Independent | The Independent