70 წლის ლუი ვან გაალმა სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ თავად განაცხადა… ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა ერთი კვირის წინ თქვა, რომ მძიმე დაავადება აწუხებდა (პროსტატის სიმსივნე) და პრესას რომ არ გაეგო, ისე მკურნალობდა. ახლა კი სასიხარულო ინფორმაცია გააჟღერა:
„მთლიანი კურსი გავიარე. 25 სეანსი დამჭირდა, ამის შემდეგ კი 5-6 თვე უნდა მომეცადა, რათა შედეგები მენახა. კურსმა წარმატებით იმოქმედა, სიმსივნე დამარცხებულია!“.
ვან გაალმა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა ნიდერლანდები (წინა მონდიალი გამოტოვეს) და ჯგუფში ეს მეტოქეები ეყოლება – სენეგალი, ყატარი და ეკვადორი.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
