პელე ისევ ჰოსპიტალში დაწვა

Home კატეგორიის გარეშე პელე ისევ ჰოსპიტალში დაწვა
პელე ისევ ჰოსპიტალში დაწვა

ლეგენდარულმა პელემ, კვირას ისევ საავადმყოფოში დაწოლის შესახებ განაცხადა, ნაწლავზე მკურნალობის გასაგრძელებლად.

„მეგობრებო, ისევე, როგორც ყოველ თვეს, ამჯერადაც მკურნალობის გასაგრძელებლად საავადმყოფოში დავწექი. დიდი ტელევიზორი და ბატი-ბუტი უკვე შევუკვეთე, რათა მომავალ სუპერბოულს (ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) ფინალური შეხვედრა) კომფორტულად ვუცქირო. მართალია, ჩემი მეგობარი ტომ ბრედი არ ითამაშებს, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუცქერ მატჩს. მადლობა გამამხნევებელი გზავნილებისთვის. – დაწერა 81 წლის ბრაზილიელმა ინსტაგრამში.

ბოლო წლებში პელე რამდენჯერმე მოხვდა ჰოსპიტალში. 2021 სექტემბერში კი მას მსხვილ ნაწლავზე სიმსივნე მოკვეთეს. მას შემდეგ ყოველთვე სარეაბილიტაციო პროცედურებს გადის.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.