4 თებერვალს პეკინში ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნება. ენაკვიმატმა ადამიანებმა ამ თამაშებს უკვე უწოდეს „კალმარის თამაში“, პოპულარული სერიალის ანალოგიით, რაკიღა ოლიმპიადიდან სპორტსენებმა გავარდმა უკვე დაიწყეს. მიზეზი, მიხვდებოდით, კოვიდია.
მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩინეთის ხელისუფლება კოვიდრეგულაციებისადმი ზესიმკაცრეს იჩენს და საჭიროების შემთხვევაში მთელ ქალაქებსაც კეტავს.
რისკების მინიმალიზაციისთვის ჩინეთმა ოლიმპიადაზე ჩასულ ყველა პირს გადაადგილება შეუზღუდა – აეროპორტი, ოლიმპიური სოფელი, ვარჯიშის და შეჯიბრის ადგილები. მორჩა! სხვაგან ისინი ფეხს ვერ გაადგამენ.
ვაქცინირებული უნდა იყოს ყველა, თუმცა არის გამონაკლისებიც 18 წელს ქვემოთ ასაკის სპოტსმენებზე. ხოლო, თუ ვინმე სამედიცინო ცნობას წარადგენს, რომ მისთვის აცრა არ შეიძლება, კეთილი უნდა ინებოს, პეკინში 21 დღით ადრე ჩავიდეს და ეს სამი კვირა მეთვალყურეობის ქვეშ გაატაროს.
ყოველდღიური ტესტირება და და QR კოდები ხომ ცალკე ამბავია.
გათვალიწინებულია ის შემთხვევებიც, რომ სპორტსმენს შესაძლოა, ჩინეთში ჩასვლის მერე გამოუვლინდეს ვირუსი. მათთვის სპეციალური კოვიდსასტუმროები მოეწყო. 20 კვ. მეტრი ოთახი, ყველანაირი პირობებით.
ამ დროისთვის, პეკინში ჩასული სპორტსმენებიდან და დელეგაციების წევრებიდან ორასამდე ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
