სენეგალის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ვარსკვლავი სადიო მანე კაბო ვერდესთან აფრიკის ერთა თასის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ საავადმყოფოში მიიყვანეს. მიზეზი: ტვინის შერყევა. სენეგალმა ამ შეხვედრაში მწვანე კონცხს 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს ხსენებულმა მანემ და „მარსელის“ ფორვარდმა ბამბა დიენგმა.
ვარსკვლავებით სავსე სენეგალისთვის მეტოქე ისედაც იოლი საკბილო იყო, ხოლო მას მერე, რაც ორკაციანი უპირატესობა მიიღო, ამოცანა კიდევ უფრო გაუადვილდა. თან, კაბო ვერდე 57-ე წუთზე უკვე ცხრა კაცით იყო მოედანზე.
მანემ ანგარიში 63-ე წუთზე გახსნა, დიენგმა კი მეორე გოლი 90+2 წუთზე გაიტანა.
ცნობისთვის: დიენგმა 70-ე წუთზე სწორედ მანე შეცვალა.
პირველი ფეხბურთელი, რომელიც კაბო ვერდეს გაუძევეს გახლდათ „ყარაბაღის“ ნახევარმცველი პატრიკ ანდრადე. ის მსაჯმა უხეში თამაშისთვის ჯერ ყვითელი ბარათით დასაჯა, შემდეგ კი ეპიზოდი მონიტორზე შეამოწმა და „გააწითლა“. 57-ე წუთზე კი ანდრადეს გზას მეკარე ვოზინია მიჰყვა. მიზეზი: მანესთან შეტაკება, რომლის ნახვაც ვიდეოზე შეგიძლიათ.
მიაქცევდით ყურადღებას, რომ მეტოქე გუნდის გოლკიპერთან შეჯახების შემდეგ მანე მოედანზე დარჩა და როგორც მოგახსენეთ გოლიც გაიტანა, მაგრამ ცოტა ხანში მოედანზე გაწვა და შეცვალეს.
მატჩის დამთავრების შემდეგ მანე უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ვოზინიამ მოინახულა. წყვილმა პალატაში ფოტოც გადაიღო.
https://www.youtube.com/watch?v=J0nL1PsuHDY
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
