„მანჩესტერ სიტი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველაფერში სჯობს, როგორც ჩანს ვაჭრობაშიც.
„სიტი“ პრემიერლიგის ცხრილს შთამბეჭდავად ლიდერობს — მდევარ „ლივერპულს“ 11 ქულით უსწრებს.
„ქალაქელებს“ იღბალიც სწყალობთ — აფრიკის ერთა თასიდან სრულიად მოულოდნელად გავარდა ალჟირის ნაკრები, რაც „ეტიჰედზე“ რიად მაჰრეზის დროულად დაბრუნებას ნიშნავს.
„სიტი“ გახლავთ გუნდი, რომელსაც ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელი, ეგრეთწოდებული 9 ნომერი არ ჰყავს და ამის მიუხედავად მიმდინარე სეზონში 54 გოლი აქვს გატანილი. შედეგი რასაკვირველია შთამბეჭდავია, მაგრამ პეპ გვარდიოლა მაინც აპირებს ფორვარდის დამატებას.
ვინმემ შეიძლება ბედის ირონიად ჩათვალოს, მაგრამ „სიტის“ ზუსტად იმ თავდამსხმელის ყიდვა უნდა, რომლის სახელსაც ახალ წლამდე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აკავშირებდნენ. არგენტინელი ჟურნალისტის ვერონიკა ბრუნატის ცნობით მანკუნიანელები ერთმანეთს „რივერ პლეიტის“ თავდამსხმელს ხულიან ალვარესს ეცილებიან. ბრუნატი წერს, რომ არ არის გამორიცხული „სიტის“ მიერ ალვარესის ყიდვის ამბავი რამდენიმე საათშიც კი გამოცხადდეს.
არადა, ერთი თვის წინ ამბობდნენ, რომ 21 წლის ფორვარდს რალფ რანგნიკი „ოლდ ტრეფორდზე“ გადაიყვანდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
სიახლეები25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
კატეგორიის გარეშე25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
