გიორგი ნოზაძე გარდაიცვალა.
ალალი, წესიერი ქართველი კაცი, ძირძველი სარბიელელი და ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი.
ბოლო დროს თავად ჯანმრთელობა შერყეულს, მთავარ საზრუნავად სხვათა მოვლა-გაფრთხილება ჰქონდა.
გამორჩეულად კარგი ადამიანური თვისებების და ხარისხიანი იუმორის წყალობით, ყოველთვის ახერხებდა თავის გარშემო პოზიტიური, იმედიანი განწყობის შექმნას.
გიორგი,ძალიან შრომისმოყვარე, თავის საქმის პროფესიონალი და ამ საქმეში უღალატო იყო.
სარბიელელები ვუსამძიმრებთ გიორგი ნოზაძის ოჯახს და ახლობლებს. უფალს ებარებოდე, მეგობარო