ბენზემა პირველია

Home აქეთურ-იქითური ბენზემა პირველია
ბენზემა პირველია

See the source imageესპანურმა გამოცემა „მარკამ“ მომხმარებელთა შორის ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა, ვის მისცემდნენ „ოქროს ბურთს“.

გამოკითხვაში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ. მას მკითხველთა ხმების 38% ერგო.

ბენზემას სულ ერთი პროცენტით ჩამორჩა არგენტინის ნაკრების და ფრანგული პსჟ-ის ლიდერი ლეო მესი.

დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა:

3. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი) – 14%.

4. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, პორტუგალია) – 4%.

5. ჟორჟინიო (ჩელსი, იტალია) – 3%.

6. ნგოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი) – 2%.

შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული გამოცემის მიერ ჩატარებული გამოკითხვაა და შესაძლოა, სულაც არ დაემთხვეს საბოლოო შედეგს, მაგრამ ზოგადი განწყობების შესახებ გარკვეულ წარმოდგენებს ნამდვილად ქმნის.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".