საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებლების 33%-ს დაუშვებენ. ამასთანავე, სტადიონზე შესასვლელად ბილეთის ქონა საკმარისი არ იქნება.
მაყურებლებმა უნდა წარმოადგინონ:
⚽ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
⚽ ან 72-საათიანი ვადის მქონე PCR ტესტი;
⚽ ან 24-საათიანი ვადის მქონე ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი;
⚽ ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.
არადა, იხსნება კონცერტებსა და ფესტივალებზე შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით, – ამის შესახებ მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გამოაცხადა.
დანარჩენი, თავად განსაჯეთ…