საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო 12-ში პრიშტინაში, კოსოვოს ეწვევა.
ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამ მატჩებისთვის 24 ფეხბურთელს უხმო.

მეკარები გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ);
მცველები გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრ, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე დინამო ბთ), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი);
ნახევარმცველები ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურაბ დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბთ), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა);
თავდამსხმელები თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).
სანიოლის გუნდი მზადებას 4 ოქტომბრიდან თბილისში დაიწყებს. გეტყვით იმასაც, რომ საბერძნეთთან ნაკრებს ვერ დაეხმარებიან გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია. ორივეს ყვითელი ბარათების გადაჭარბებული რაოდენობა აქვს. თუმცა, საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლიან და კოსოვოსთან მატჩისთვის მოემზადებიან.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
