28 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა დებულებით კიდევ ორი მატჩი გამართა და პირველი დღის იდენტურად ითამაშა. ჩვენებმა ჯერ გერმანია გაანადგურეს – 3.5:0.5, შემდეგ კი, ქულა დაკარგეს პოლონეთის ნაკრებთან – 2:2.
მიუხედავად ამისა, 4 ტურის შემდეგ საქართველო ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს და ფლეი ოფში გასვლა განაღდებული აქვს.
ფლეი ოფში არიან ასევე ყაზახეთისა და უკრაინის გუნდებიც (5-5), ხოლო გერმანია, „ფიდეს ამერიკა“ (3-3) და პოლონეთი (2) მეოთხე საგზურის მფლობელის ვინაობას ხვალ გაარკვევენ.
A ჯგუფს 8 ქულით რუსეთი ლიდერობს, 5-5 ქულა აქვთ ინდოეთისა და სომხეთის ნაკრებებს. სამივე გუნდი ფლეი ოფშია გასული. ხოლო აზერბაიჯანის, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები 2-2 ქულით მეოთხე გამსვლელი ადგილისთვის ბოლო ტურში იბრძოლებენ.
დასკვნითი ტურის მატჩები 29 სექტემბერს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
