ბევრი დიდი ფეხბურთელი კარიერას სამშობლოში ამთავრებს, მაგრამ ისეთებიც არიან, საპენსიო ასაკში ყატარს, ჩინეთს ან ამერიკას რომ არჩევენ. არჩევანში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ თხოვნა ხომ შეიძლება: ფლეშმობი მოაწყონ ქართველმა ფეხბურთელებმა და დათქვან, რომ კარიერის ბოლო სეზონს საქართველოში გაატარებენ. განსაკუთრებულს არაფერს მოგთხოვთ. თქვენი გამოცდილება გადაეცით კარიერის სტარტზე მყოფ ბიჭებს, ეგებ მოთამაშე-მწვრთნელობაც შეძლოთ. დიდ ფულს ვერ იშოვით, მაგრამ ვალის ნაწილს მაინც გაუსტუმრებთ მშობლიურ ქალაქს, კლუბს, ქომაგებს, ქართულ ფეხბურთს, რომელმაც მოგცათ პირველი ბიძგი კარიერაში. სულ ცოტა ხნის წინ ხომ თქვენი კარიერა ამ ბიჭებივით საქართველოს სტადიონებზე იწყებოდა. ჩამოდით. სულ ბოლოს. სულ ერთი წლით… როგორც ეს ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
