„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ბენჟამენ მენდი დღეს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. მას სამი ქალი უჩივის. ისინი ფრანგს სექსუალურ აგრესიაში სდებენ ბრალს.
პოლიციამ დაადასტურა, რომ 27 წლის ვარსკვლავს გაუპატიურების ოთხ და გაუპატიურების მცდელობას ერთ ეპიზოდს ედავებიან. კერძოდ რანაირად გააუპატიურა ფეხბურთელმა სამი ქალი ოთხჯერ, ინგლისური პრესისთვის ცნობილი არ არის. ინციდენტები მის 5 მილიონ გირვანქად შეფასებულ სახლში 2020-ის ოქტომბრიდან 2021-ის აგვისტომდე მომხდარა. სამართალდამცველებმა მენდი თურმე შინ დააკავეს.
გასულ ნოემბერს, როგორც კი მენდიმ პოლიციაში ამოჰყო თავი, „სიტიმ“ ის დაითხოვა და განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებას დაელოდებოდა. მაშინ პეპ გვარდიოლამ თქვა, ფრანგი დაშავდა და ერთი თვე უნდა იმკურნალოსო.
დეტექტივებმა დაადასტურეს, რომ მათთან შევიდა სამი საჩივარი. მომჩივანი სამივე შემთხვევაში 16 წელზე უფროსია.
ფრანგის ხელფასი კვირაში 90 000 გირვანქაა. „მანჩესტერ სიტიმ“ ის „მონაკოსგან“ 2017 წელს იყიდა და მასში 49,2 მილიონი გირვანქა გადაიხადა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
