კაცი, რომელიც ბუნდესლიგის ორ კლუბზე ძვირია

Home კატეგორიის გარეშე კაცი, რომელიც ბუნდესლიგის ორ კლუბზე ძვირია
კაცი, რომელიც ბუნდესლიგის ორ კლუბზე ძვირია

საიტმა Transfermarkt.de ბუნდესლიგის ახალი საბაზრო ფასები გამოაქვეყნა. შედეგი კურიოზული გამოვიდა: 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი „ვერდერი” და „შალკე”.

„დორტმუნდის” ფორვარდის ფასი აქამდე 110 მილიონი ევრო იყო, გაძვირების შემდეგ კი 130 მილიონი გახდა. ამრიგად, ჰოლანდი „პარი სენ ჟერმენის” 22 წლის თავდამსხმელის კილიან მბაპეს შემდეგ მეორე ადგილზეა. მბაპე 160 მილიონი ევრო ღირს.

Transfermarkt.de წერს, რომ ბუნდესლიგაში პირველად თამაშობს ფეხბურთელი, რომელიც სიძვირით მსოფლიოში მეორეა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.