იაშაღაშვილი კარკასონში მიდის

Home კატეგორიის გარეშე იაშაღაშვილი კარკასონში მიდის
იაშაღაშვილი კარკასონში მიდის

სამი ქართველი „რაგბიპასის“ ორმოცდაათეულში - ოცწლამდე მორაგბეებიდან თაფლაძე,  კარკაძე და იაშაღაშვილი გამოარჩიეს - 1TVახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მორაგბე იოანე იაშაღაშვილი მომავალ სეზონს „კარკასონში“ გაატარებს.

2019 წელს, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იომ ისე მაგრად ითამაშა, რომ ბობოლა ქვეყნების სარაგბო სპეციალისტებმა მას ერთხმად უწინასწარმეტყველეს დიდი მომავალი. იაშაღაშვილი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. ჩემპიონატის შემდეგ იო საფრანგეთის ტოპ-14-ის „ბაიონში“ ჩაირიცხა და პირველივე სეზონში გუნდის შემადგენლობაში 3 მატჩი ჩაატარა, თან სამივე – ჩელენჯ კაპზე.

დიდ რაგბში ასეთმა სტარტმა იმის იმედები გააჩინა, რომ მომდევნო სეზონში უნიჭიერეს მესამეხაზელს მეტი სათამაშო დრო მიეცემოდა, მაგრამ პირიქით მოხდა – იაშაღაშვილი ბაიონელთა შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა.

20 წლის ასაკში მორაგბეს სათამაშო პრაქტიკა ჰაერივით სჭირდება და ვინაიდან „ბაიონში“ იოს კონკურენციის მოგება და მთავარ გუნდში მოხვედრა გაუჭირდა, გადაწყდა, რომ მომავალ სეზონს ქართული რაგბის ერთ-ერთი უმთავრესი იმედი პრო დ2-ის კლუბ „კარკასონში“ გაატარებს, სადაც წლეულს უკვე რამდენიმე მატჩის ჩატარება მოასწრო მასზე ერთი წლით უმცროსმა ბურჯმა ნუგზარ სომხიშვილმა.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.